რუისპირის საჯარო სკოლაში წმინდა ნინოს ხსენების დღეს გამოფენა მიეძღვნა
27-01-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საიტერესო აქტივობა ჩატარდა. გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა - ქავთარაძემ სასკოლო სივრცეში ნახატების გამოფენა მოაწყო.

გამოფენის თემა - „გილოცათ ნინოობას“ იყო, სადაც სკოლის 1-ელი და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ გამოფენაზე საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს. I და VI კლასების მოსწავლეებმა შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.

გამოფენის მიზანი წმინდა ნინოს მისიისა და ხატწერის ნიშნების გაცნობა, გააზრება და მათი გამოსახვა იყო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203