გაიცანით, გუმბათის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე - ნუცა ძირკვაძე
27-01-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ. სკოლის მოსწავლე - ნუცა ძირკვაძე შემოქმედებით უნარებსა და შესაძლებლობებს ხშირად ავლენს. 

ამჯერად, მოსწავლე ვან გოგის შემოქმედებას გაეცნო, რამაც მისი აღფრთოვანება გამოიწვია. მოსწავლემ ნახატი „ვარსკვლავებიანი ღამე“ პირველად სკოლის კლუბისთვის დასაქარგად დახატა. მისთვის შემოქმედებითი საქმიანობა - ხატვა ძალიან მნიშველოვანია,  მას დიდ დროს უთმობს. 

შემოქმედი მოსწავლე არა მხოლოდ ხატავს, არამედ ხელნაკეთ ნივთებსაც ამზადებს. როგორც სკოლის წარმომადგენელი გვიყვება, მან ასევე ტელეფონის ქეისი დახატა, რომელიც თავის ტელეფონს მოარგო. ბოლოს კი ნახატი ტილოზე შეასრულა მისეულად, რამაც სახლის კედელი დაამშვენა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203