მეორე სვირის N1 საჯარო სკოლამ საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტს უმასპინძლა
27-01-2023

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტ ნანა გიორგობიანთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ზოგადი განათლების რეფორმას შეეხებოდა.  

დამსწრე საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაციაა მიიღო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პროფესიონალისაგან მიღებული რჩევები კოლეგებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმრის თანმხლების ხილვამ გაახარა მოსწავლეები, საოცარი პოზიტივი და ემოცია შემოიტანა სკოლაში მუსიკოსის - თორღვას გამოჩენამ.

„მართლაც „ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული“,- გუშინდელ შეხვედრაზეა ნათქვამი“ - აღნიშნავს სკოლის დირექცია.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203