თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგებმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს
27-01-2023

თბილისის N166 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ და ერთმანეთს გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ. 

20 იანვარს, სკოლაში პედაგოგთა სამუშაო შეხვედრა ჩატარდა​.

მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა - მაია კაკაურიძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა - ლია ჩაჩუამ და რუსული ენის უფროსმა მასწავლებელმა - ლია სირაძემ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება პირველ სემესტრში განხორციელებული აქტივობების შესახებ. ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. კოლეგებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203