„წართმეული მემკვიდრეობა“ - ზესტაფონის N6 სკოლის მეხუთეკლასელებმა ელექტრონული, საინფორმაციო რესურსი შექმნეს
27-01-2023
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში პროექტ „კულტურული მემკვიდრეობის“ ფარგლებში Vა კლასის მოსწავლეებმა, კედლის გაზეთი, ბუკლეტები და ელექტრონული რესურსი სახელწოდებით -„წართმეული მემკვიდრეობა“, შექმნეს.
ელექტრონული რესურსი ჩვენი ქვეყნის დაკარგულ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გაცნობას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მოტივაციით ჩაერთნენ სამუშაო პროცესში.
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი შორენა მღარიშვილი გახლავთ.