„თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაა!“ - თბილისის N167 საჯარო სკოლის შვიდ კურსდამთავრებულს ოქროს მედალი გადაეცა
27-01-2023

თბილისის N167 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - ლუკა არსენიძეს, ნინო არაბიძეს, გვანცა ბუბაშვილს, ნუცა ნებიერიძეს, ელისო ბეშიძეს, ნინო კვაშილავასა და გვანცა ბალხამიშვილს ოქროს მედლები გადაეცათ. 

მოსწავლეები სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

„ვულოცავ, აწ უკვე უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო სტუდენტებს ოქროს მედლების მიღებას, ასევე, ვულოცავ მშობლიური სკოლის ყველა პედაგოგს...ბავშვებო, თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლები სკოლის კურსდათავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203