თბილისის N143 საჯარო სკოლის მოსწავლეები რობოტების სასკოლო შეჯიბრში მონაწილეობდნენ
27-01-2023
თბილისის N143 საჯარო სკოლის მოსწავლეები რობოტების სასკოლო შეჯიბრში ჩაერთნენ.

ორიგინალურ კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრი 2022 წლის 26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის საელჩოსა და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით მოეწყო.

აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს საქართველოში 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრება ჩატარდა სამი მიმართულებით რობოტთა ორ განსხვავებულ კატეგორიაში – mBot და 4WD Smart Robot Car რობოტებისთვის.

შეჯიბრების 3 მიმართულება მოიცავდა:

  • სწორ ხაზზე მოძრაობას-რობოტები ერთმანეთს პირველობისთვის სწორ ხაზზე მოძრაობაში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებული იყო ის, ვისი რობოტიც პირველი მივიდოდა ფინიშის ხაზთან;
  • ზიგზაგზე მოძრაობას- რობოტები ერთმანეთს ზიგზაგის შავი ხაზის გავლაში ეჯიბრებოდნენ, ისე რომ არ გამოეტოვებინათ მონაკვეთი და გამარჯვებული იყო ის ვინც ყველაზე სწრაფად დაასრულებდა მოქმედებას;
  • ლაბირინთში მოძრაობას- რობოტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლაბირინთის საწყისი წერტილიდან, ბოლო გასასვლელ წერტილამდე მისვლაში. გამარჯვებული იყო ის გუნდი, რომლის რობოტმაც დროის ყველაზე მცირე მონაკვეთში დაფარა მანძილი;
შეჯიბრებაში 75 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორისაც იყო თბილისის N143 საჯარო სკოლის ორი გუნდი: „Nix“ და „Trix“. 

„მადლობა გუნდის თითოეულ წევრს აქტიური მუშაობისა და ჩართულობისათვის... დიდი მადლობა  „ფაბლაბ ილიაუნის“ ამ შესაძლებლობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203