„გელათი ჩვენი საგანძური“- ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეთა ორი საგნის ინტეგრირებული, გასვლითი გაკვეთილი
27-01-2023

ზესტაფონის, ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ. 

ამის მაგალითია, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთა ინგლისური ენისა და ისტორიის ინტეგრირებული, გასვლითი გაკვეთილი, რომელიც  პედაგოგებმა - მინდია მაცაბერიძემ და ეკატერინე ორბელაძემ მოაწყვეს.

გაკვეთილის თემა გახლდათ - „გელათი ჩვენი საგანძური“. 

მოსწავლეებმა მოინახულეს გელათის სამონასტრო კომპლექსი და გელათის მეცნიერებათა აკადემიაში გამართეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე. მათ ისაუბრეს გელათის ისტორიაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე წარსულში და ასევე გელათის დღევანდელ მდგომარეობასა და ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე.

„ინტეგრირებულმა გაკვეთილმა საინტერესოდ და პოზიტიურად ჩაიარა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203