თბილისის N212 სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის სამ წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედალი გადაეცა
27-01-2023

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის სამი წარჩინებული კურსდამთავრებული კუთვნილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

2020-2021 სასწავლო წელს სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  • ნინი მირზაშვილი;
  • ცისია ალაფიშვილი;
  • გვანცა შინდელიშვილი.

მედლები წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ჩვენი სკოლის 2021 წლის კურსდამთავრებულებს - ნინი მირზაშვილს, ცისია ალაფიშვილსა და გვანცა შინდელიშვილს ვულოცავთ ოქროს მედლით დაჯილდოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203