თბილისის N104 საჯარო სკოლის ოთხი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლით დაჯილდოვდა
27-01-2023

თბილისის №104 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის ოთხ წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა. 

2020-2021 სასწავლო წელს სკოლა 10-იანზე შემდეგმა მოსწავლეებმა დაამთავრეს. 

  1. ვალოდია სირუნიანი;
  2. ელენე სტამბოლიანი;
  3. გევორქ პერიხანიანი;
  4. ანი ისრაელიანი.

წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203