„ჩვენი კლასის მწვანე მეგობრები“ - პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
27-01-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ. 

მათ, შორის აღსანიშნავია, III კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი - „ჩვენი კლასის მწვანე მეგობრები“, რომელიც მოსწავლეებს პედაგოგმა - იზოლდა ჭეჭელაშვილმა შესთავაზა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაახარეს მცენარეები და საკლასო ოთახი კიდევ უფრო გაალამაზეს.

პროექტი ორი კვირა გაგრძელდა, მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.  სამუშაო პროცესი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203