
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წახალისებასა და მოტივაციას დიდი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლის დირექტორმა, ამაიაკ საიადიანმა მოსწავლეებს წარჩინებული სწავლისა და კარგი ყოფა-ქცევისთვის სიგელები გადასცა.
დირექტორმა მოსწავლეებს დამსახურებული სიგელი საზეიმოდ მიულოცა და სწავლაში წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: