გაიცანით, თბილისის N23 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ერეკლე მაყაშვილი
27-01-2023
ერეკლე მაყაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის მე-12 კლასის აქტიური მოსწავლეა.

ერეკლემ არაერთი წარმატებით ასახელა სკოლა. ის არაერთი დიპლომის და სერტიფიკატის მფლობელია.  

მას საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მრჩევლმა, ჟაზირა მირზაკასიმოვამ დააჯილდოვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლე თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლის პროექტში მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

მოსწავლე მონაწილეობდა ყაზახეთის ქალაქ ასტანაში გამართულ, შემაჯამებელი რეფერენდუმის კონფერენციაში.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ერეკლეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203