ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 175-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
27-01-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.

საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლეილა ტარიელაძის ხელმძღვანელობით, 20 იანვარს, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 175-ე წლისთავთან დაკავშირებით  ჩაატარეს.

ბავშვებმა ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს. მეექვსეკლასელებმა სკოლის გაზეთი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.

ღონისძიებაში მონაწილეოდნენ მოსწავლეები: სალომე ბერიძე, დათო ბოლქვაძე, ნიკა ვანაძე, მარი სურმანიძე, ჯემალ სურმანიძე და გოჩა შანთაძე.

20 იანვარს,  ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიან 175 წელი გავიდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მწერლის სახელს უკვდავყოფს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203