გუბის საჯარო სკოლის პედაგოგ გიორგი ვაშაკიძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
27-01-2023
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლას არაერთი ღვაწლმოსილი პედაგოგი ჰყავს, რომელთა წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის სასიხარულოა.
მათ შორისაა სახვითი ხელოვნების მასწავლებელი გიორგი ვაშაკიძე, რომელსაც დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
პედაგოგს სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცა.
გიორგი ვაშაკიძე ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული პედაგოგია, ის ასევე სამხატვრო სკოლის დირექტორი გახლავთ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებელს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს