ეშტიის N2 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებს, ბილინგვური სწავლების ფარგლებში, საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
26-01-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი, მეხუთეკლასელებს, ბილინგვური სწავლების პროექტის ფარგლებში,  „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელმა -  სვეტლანა აროიანმა და ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა ნარინე აროიანმა შესთავაზეს. მისი თემა კი გახლდათ - „იმერეთი“.

გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. იმერეთის შესახებ ისაუბრეს და ამ კუთხის წარმომადგენელ მეგობრებს წერილი დაუწერეს. ბოლოს კი ტრადიციული, იმერული სუფრაც გაშალეს. იმერული კერძების მომზადებაში მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ. „გვესტუმრნენ ბატონი კახა გაბუნია და ქალბატონი ნათია გოგრაძე“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203