„ჩემი პროფესიის დამსახურებაა, რომ ვარ მიუკერძოებელი, შემიძლია ემოციების მართვა“- ლალი ყაჭეიშვილი, ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი
26-01-2023
სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ყაჭეიშვილი სამართლიანი, მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე მზრუნველი ხელმძღვანელია. ქალბატონი ლალი სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული, მიუხედავად ამისა,  საკუთარ თავს ხშირად ეკითხება - კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეებისა და კოლეგებისათვის?

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ლალი ყაჭეიშვილი პასუხობს:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია გაიგოს (არა გაამართლოს) ადამიანის ყველა ქმედება, სამართლიანი, მზრუნველი, პასუხისმგებლიანი.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი ...

- მასწავლებელი ან .... სტუდენტობის შემდეგ მინდოდა მუშაობა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში
აღმზრდელად - ვერ მოვახერხე... ვიყავი ინჟინერი და ძალიან მომწონდა ჩემი პროფესია... მომწონს, როდესაც ბავშვებისთვის ვქმნი თოჯინებს, მომწონს ხელსაქმე, კულინარობა... ანუ, რომ არა დირექტორი შეიძლება
ნებისმიერი ამ მიმართულებით სიამოვნებით გამეგრძელებინა მუშაობა.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?

- ჩემი პროფესიის დამსახურებაა, რომ ვარ მიუკერძოებელი, შემიძლია ემოციების მართვა, ყურადღების თანაბრად გადანაწილება, მაქვს თმენის უნარი.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...

- საბედნიეროდ ბევრი ძალიან კარგი კოლეგა მყავს, რომელთა გამოცდილებს გაზიარებას ვცდილობ ხოლმე, მათგან ერთ-ერთი ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მანანა ჯინჭარაძეა, მოქმედი დირექტორებიდან კი გამოვყოფდი თბილისის N 198 საჯარო სკოლის დიექტორს თეონა ყაჭეიშვილს.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა ...

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა ეს არის დედობა...ღირებულებები გადავაფასე... ბავშვის სამყარო სხვაგვარად აღვიქვი.... გადაწყვეტილების მიღებაშიც მასწავლებელი გავმხდარიყავი ეს დამეხმარა.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...

- რატომ?

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

- კიდევ რისი გაკეთება (შეთავაზება) შეგიძლია შენი მოსწავლეებისა და კოლეგებისათვის?- მუდმივად ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203