თბილისის N39 სკოლის მეათეკლასელებმა 80-90-იანი წლების როკ-მუსიკის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
26-01-2023

თბილისი N39 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები ეწყობა. მათთვის არც დისტანციურ სწავლებას შეუშლია ხელი - მე-10 კლასში მრავალფეროვანი პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამჯერად, ბავშვებმა მუსიკის მასწავლებლის თიკო მელაქაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.

მე-10 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა პრეზენტაციის თემად - „მე-20 საუკუნის 80-90-იანი წლების ქართული ანდერგრაუნდის მუსიკა დასავლეთის პარალელებით“, აირჩიეს. მოსწავლეებმა პრეზენტაციზე როკ-მუსიკის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს. მათ გაავლეს პარალელები დასავლეთის როკ- მუსიკასთან და ასევე ისაუბრეს ქართული როკ - მუსიკის განვითარებაზე.

მეათეკლასელებმა განიხილეს ქართული ალტერნატიული მუსიკა 80-90-იან წლებში და მისი წარმომადგენლები ირაკლი ჩარკვიანი, დადა დადიანი.

აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოების გამო, სკოლაში დროებით დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, თუმცა ამას მოსწავლეთათვის ხელი არ შეუშლია.

იხილეთ ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203