ბათუმის კერძო სკოლის - „თაობა“ მოსწავლეთა ლიტერატურის ორიგინალური გაკვეთილი ღია ცის ქვეშ
26-01-2023

ბათუმის კერძო სკოლა „თაობის“ მასწავლებლები მოსწავლეებს ლიტერატურის მიმართ სიყვარულს უღვივებენ. სწორედ ამ მიზნით, მათთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში განსხვავებული, გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა.

„თაობელებმა“, (მასწავლებელი - სალომე კაკაბაძე) კონსტანტინე გამსახურდიას უკვდავი რომანი - „დიდოსტატის მარჯვენა“, განიხილეს. მათ იმსჯელეს და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. რომანმა, რომელიც აქტუალობას და სიმწვავეს არც დღევანდელობაში კარგავს მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია.

სკოლის წარმომადგენლები გურამ დოჩანაშვილის სიტყვებს გვიზიარებენ: „იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს სასწაულია და მეტსაც გეტყვი, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.“

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203