საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას ავსტრიის ელჩი ეწვია
26-01-2023

ბოლნისის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს უმასპინძლა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ელჩის სტუმრობა ეკოკლუბის ლიდერის, კონკურსის - „ბუნების სტუმარი“, გამარჯვებულ ელენე ჟღენტის მიერ იყო ორგანიზებული.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.  

ელენემ მოწვეულ სტუმრებს ეკოკლუბის საქმიანობის ამსახველი  პრეზენტაცია წარუდგინა და დისკუსია გამართა თემებზე:

  • ბიობოსტანი;
  • ნარჩენებისმართვა;
  • კლიმატისცვლილება;
  • გარემოსდაცვა;

სასკოლო საზოგადოება და სკოლის დირექცია უდიდეს მადლობა უხდის მეთერთმეტეკლასელ ელენეს შესანიშნავი დღის ორგანიზებისთვის!

„ელენე, შენი სკოლა ამაყობს შენით!“, - აღნიშნავს სკოლის ადმინისტრაცია.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203