ბათუმის N20 სკოლის უკრაინელ მოსწავლეებს საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საახალწლო საჩუქრები გადასცა
26-01-2023

ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ბავშვები ძალიან გაახარეს სტუმრებმა. ისინი ორგანიზაციის წევრებს გაეცნენ და გულთბილად შეეგებნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემომსვლელი უკრაინელებისთვის პროექტი დაიწყო, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევართმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ეს უკრაინელებისათვის საინფორმაციო ცენტრების მოწყობას გულისმხობს.

ცენტრი უკრაინის მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდის სახელმწიფოში არსებული, მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე გაუწევს ფსიქოსოციალურ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში პირველი მოხმარების ჰიგიენურ ნივთებს გადასცემს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203