გუმბათის საჯარო სკოლაში ლიტერატურული თამაში გაიმართა
26-01-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს პედაგოგმა - ცირა კახაძემ ახალგაზრდული ლიტერატურული შოუს - „წიგნების თაროს“ იმიტირებული თამაში შესთავაზა.

„წიგნების თარო“ ჩავატარე აბსოლუტურად ერთი-ერთში, გარდა ერთისა, მოსწავლეთა რაოდენობა იყო მეტი, ვიდრე ორიგინალურ თამაშში“, - გვიყვება ცირა კახაძე, რომლის მოსწავლეებისთვის თამაში მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეები კონკურსში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პირველი ჯგუფის კაპიტანი იყო ნუცა ძირკვაძე, მეორე ჯგუფის კი - გიორგი ბოლქვაძე, ორივე ჯგუფმა თანაბრად იაქტიურა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203