ბათუმის N13 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
26-01-2023

ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეთა განვითარებასა და ინტერესებზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. მათი უნარებისა და ხედვების გაუმჯობესების მიზნით, საინტერესო გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.

მეექვსეკლასელები (დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მზია ხაბაძე) ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ცოდნა აიმაღლეს. ისინი საგანმანათლებლო პროგრამაში - „ბათუმის ისტორია“ მონაწილეობდნენ, რომლის ხელმძღვანელი ქეთი ფუტკარაძე გახლდათ.

ბავშვები ბათუმის შესახებ საინტერესო ისტორიებს დიდი მონდომებითა და ინტერესით გაეცნენ. მათ დღე ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი იყო.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203