ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
25-01-2023

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ცხოვრებაში, მათ არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრში, მათ შორის აღსანიშნავია საკალათბურთო შეჯიბრი მუნიციპალურ პირველობაზე, სადაც გამარჯვება მოიპოვეს.

შეჯიბრი 18 ნოემბერს გაიმართა.

კალათბურთელ ვაჟთა და გოგონათა გუნდი დაჯილდოვდა პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით.

გამარჯვებულ გუნდს ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები: ნოდარ პაქსაძე და თინათინ ჭანკურიძე.

გუნდის წევრები არიან:  გიორგი ხოზრევანიძე, თემო ბაჟუნაიშვილი, გიორგი შავიშვილი,  სანდრო თავბერიძე, ანდრია ხერგიანი და ნიკოლოზ სოკოლოვი.


იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203