„ვფიქრობ, დირექტორობა ნიშნავს იყო ყველასთვის სტიმულის მიმცემი“ - ნანა ღაჭავა, თბილისის N120 საჯარო სკოლის დირექტორი
25-01-2023

თბილისის N120 საჯარო სკოლას თავისი საქმის პროფესიონალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნანა ღაჭავა მომავალი თაობების აღზრდის საქვეყნო საქმეში ყველა რესურსს დებს, რაც მისი წარმატების საწინდარია. დირექტორობა მისთვის ძალზედ საპასუხისმგებლო პროფესიაა და სასკოლო საზოგადოებაზე მუდმივ ზრუნვასა და მხარდაჭერას ნიშნავს.

ნანა ღაჭავა etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- კრეატიულ, ორგანიზებულ, საქმის პროფესიონალ ადამიანს. ყველა რესურს ჩავდებ ჩემი სკოლისა და ბავშვების კარგი მომავლისა და წინსვლისათვის.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- ვიქნებოდი კარგი იურისტი, ადამიანთა უფლებადამცველი;

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- გავხდი პრინციპული, მიზანსწრაფული, ჩემმა საქმიანობამ მასწავლა არ ჩამოვრჩე დროს, ყოველთვის გავიზარდო პროფესიულად, ფრთხილი ვიყო ადამიანებთან ურთიერთობების დროს.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ძალიან ბევრი დირექტორისგან შემიძლია ავიღო მაგალითი, რადგან ბევრი ხელმძღვანელია, რომელთაც თავი გადადეს საკუთარი სკოლისათვის და წარმატებებსაც მიაღწიეს.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- გამოცდილება დიდი მივიღე, მაგრამ ვფიქრობ დავრჩი ისევ იმ მოსიყვარულე და ერთგულ ადამიანად, ვისაც არ შეუძლია უღალატოს, პირველ რიგში საკუთარ მოსწავლეებს, მეგობრებს, შემდეგ საკუთარ საქმიანობას და ყველა იმ ადამიანს, რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ყოველთვის ვედექი და დავუდგები ჩემს კოლეგებს წინსვლასა და წარმატების მიღწევაში, ვფიქრობ იყო დირექტორი ნიშნავს იყო გვერდით მდგომი, მხარდამჭერი და სტიმულის მიმცემი ყველასათვის.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- ყველა სიტუაციიდან არის გამოსავალი, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- არასდროს მიფიქრია კითხვების დასმაზე, დრო სწრაფად გარბის და უფრო ვმოქმედებ, რათა ყველაფერი მოვასწრო რისი გაკეთების მიზანი და სურვილი მაქვს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203