იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნებით დასაჩუქრდნენ
25-01-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინიციატივო ჯგუფის - „მთიელი წიგნების“ დახმარებით სასურველი წიგნები ხელმისაწვდომი გახდა. 

​​მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით საახალწლოდ დასაჩუქრდნენ, მათ მიიღეს წიგნები, რომლებიც თავად აირჩიეს და მისწერეს ჯგუფს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ კეთილშობილურმა ფაქტმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებში დიდი სიხარული გამოიწვია.

„დიდ მადლობას ვუხდით ამ ჯგუფის მესვეურებს“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203