დილისკის N1 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
25-01-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის, მათი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩნა-განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. 

მათ შორის აუცილებად აღსანიშნავია, საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნური განწყობა და დაუვიწყარი წუთები აჩუქა.

საინტერესო და სახალისო ღონისძიება მასწავლებლებმა - არევ გაბრიელიანმა და ნარინე გოგორიანმა ჩაატარეს. ზეიმში I კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. ღონისძიება ორ ენაზე - ქართულად და სომხურად წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის იმღერეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203