„მეგობრობა და ურთიერთობები“ - სურამის N1 სკოლის მოსწავლეებისთვის, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
25-01-2023

მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მოსწავლეები შვედურ პროექტში - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ არიან ჩართულნი. 

პროექტის ფარგლებში სკოლის მე-7 და მე-8 კლასელების მეოთხე სამუშაო შეხვედრა (ხელმძღვანელი ირინა სალამიძე) გაიმართა. 

შეხვედრის თემა იყო - „მეგობრობა და ურთიერთობები“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში, შეძლებისდაგვარად, უფრო თავისუფალ და თბილ გარემოში ჩატარდა. დისკუსია წარიმართა წინასწარ მომზადებული კითხვების მიხედვით. ბავშვებმა თავისუფლად და ღიად გამოთქვეს თავისი მოსაზრებები, გამოხატეს თავისი გრძნობები და ემოციები, რომლებზეც არ საუბრობენ ყოველდღიური შეხვედრების დროს.

„შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და ბევრ რამეზე დასაფიქრებელი აღმოჩნდა, ჩვენ ახლებურად გავიცანით ერთმანეთი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ხორციელდება შვედეთის ქ. ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია Glada Hudik-teatern („გლადა ჰუდიკ თეატრის“) მიერ, „შვედური ინსტიტუტის“ დაფინანსებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203