დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით გამდიდრდა
24-01-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს წიგნს პირველი კლასიდანვე აყვარებენ და ასწავლიან კითხვის კულტურას.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ბიბლიოთეკის ახალი გამოცემებით გამდიდრება აქტიურად მიმდინარეობს. სკოლამ კლასგარეშე საკითხავი ლიტერეტურა შეიძინა, მათ შორისაა - ილია ჭავჭავაძის საუკეთესო 4-ტომეული, ვაჟა- ფშაველას ოთხტომეული და ნოდარ დუმბაძის 6-ტომეული

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის არჩევანი გაიზარდა, რაც კითხვის მოტივაციაზე დადებითად აისახება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203