საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე ნინი რეხვიაშვილი შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის
24-01-2023

ბოლნისის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინი რეხვიაშვილი გატაცებულია ხელოვნებით და ქმნის, საინტერესო აბსტრაქტულ ნამუშევრებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნინისთვის საყვარელი ჰობი ხატვაა, მისი ნამუშევრები კი - ძალიან შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია.

ნინის ნამუშევრები მნახველისთვის ძალიან უცხო, შესაძლოა ხშირად უცნაური და ამავდროულად ძალიან შინაარსიანია. ნამუშევრები თითქოს არ არის ბოლომდე აღქმადი და სწორედ ეს აქცევს მას ამდენად ორიგინალურს.

სასიხარულოა, რომ სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენა.

სკოლის ადმინისტრაცია ნინის საყვარელ საქმიანობაში, წინ სვლასა და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203