„ზამთრის ჩანახატები“ - თბილისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
24-01-2023

თბილისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს, ღონისძიებებსა თუ კონკურსებს სთავაზობენ. 

ტრადიციულად, სკოლის ჰოლში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგების - ეკა მელქაძისა და თამარ ადამიას ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა - „ზამთრის ჩანახატები“ მოეწყო. 

მოსწავლეთა ნამუშევრები მრავალფეროვნებითა გამოირჩევა და ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. 

„შენ ხარ კრეატიული ე.ი სამყარო ფერადია“,- ასეთია გამოფენის სლოგანი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203