მარადიდის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების  გაკვეთილზე საინტერესო კონკურსი ჩატარდა 
24-01-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ციფრული უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგი ინგა მსხალაძე მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესსა და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. 

ამჯერად, სკოლაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ჩატარდა - „კლავიატურაზე სწრაფი ბეჭდვის“ კონკურსი. კონკურსში მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

გამოვლინდა სამეული - 1-ელი, მე-2, მე-3 ადგილი. გამარჯვებულები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსი დაწყებითი განათლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგის ინგა მსხალაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203