„გეომეტრია და სივრცის აღქმა“ - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
24-01-2023

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის  მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ნიურა შეყილაძის ხელმძღვანელობით, პირველ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

კომპექსური დავალების მიმართულება გეომეტრია და სივრცის აღქმა იყო, თემა - „ჩემი სკოლა“.    

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე დიდი მონდომებითა და ხალისით იმუშავეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით საინტერესო იყო მე-7 ნაბიჯი - პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეები ხალისით, თავიანთი პატარა ხელებით აღწერდნენ შექმნილ ნამუშევარს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203