MY GREEN WEDNESDAY- ითხვისის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა განხორციელდა
24-01-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ალექსანდრა წიკლაურის ხელმძღვანელობით, ნარჩენების გამოყენებით საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
აქტივობაში მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ნარჩენებს ფუნქციური დატვირთვა მიანიჭეს და ლამაზი დეკორაციების შესაქმნელ მასალად გამოიყენეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე ჩართონ მსგავს პროექტებში, შეძლონ ბუნებრივი თუ ხელოვნურად შექმნილი რესურსების მაქსიმალური გამოყენება და ხელი შეუწყონ ჯანსაღი, სუფთა გარემოს შექმნას.
მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, მათივე შექმნილი ნამუშევრებით, საკლასო ოთახს მრავალფეროვნება შესძინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს