ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
24-01-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით პროექტში, მათ შორის აღსანიშნავია ფინალური შეჯიბრი, რომელიც კოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

კვირეული 2022 წელს მიმდინარეობდა და 18 დეკემბერს, ალტე უნივერსიტეტში, ფინალური შეჯიბრით დაგვირგვინდა.

ხურვალეთის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა თავი წარმატებით გამოიჩინეს.

ფინალურ რაუნდში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ მოსწავლეები:

  • ნუცა ასაევი;
  • დავით ქოთოლაშვილი;
  • ანა ხუბულოვი;
  • მარიამ მელუა;
  • ნათია საღირაშვილი.
„მადლობა, RoCo Academy  და მის დამფუძნებელს და დირექტორს ბატონ დავით დათო ნოზაძე  ამ შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...