ელიტური სკოლა „გორდას“ მესამეკლასელები მხატვრული კითხვის კონკურსისთვის ემზადებიან
24-01-2023

ბათუმის ელიტური სკოლის „გორდას“ მოსწავლეთა განვითარებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები ბავშვებს საიტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

სკოლის მე-3 კლასში, მასწავლებელმა - სალომე სურმანიძემ საინტერესო აქტივობა ჩაატარა, რომელიც შერჩეული ტექსტის, ნაწარმოების ეპიზოდის თანაკლასელებისთვის წაკითხვას მოიცავდა.

მოსწავლეება ტექსტები ყურადღებით შეარჩიეს და დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს. ბავშვები ტექსტის წაკითხის საზომად ქვიშის საათს იყენებდნენ.

როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, ეს აქტივობა სასწავლო წლის ბოლოსთვის დაგეგმილი მხატვრული კითხვის კონკურსის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო. 

დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. აქტივობის მეშვეობით მოსწავლეები კონკურსისთვის მომზადებულები იქნებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203