ჭიათურის N2 სკოლის დირექტორ ცირა ბრეგვაძეს საგნობრივი ექსპერტისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სტატუსი მიენიჭა
24-01-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლას განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელი ჰყავს. სკოლის დირექტორი - ცირა ბრეგვაძე პროფესიული წინსვლისკენ მიისწრაფვის, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობს და წარმატებასაც აღწევს.

დირექტორს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის და საგნობრივი ექსპერტის სტატუსი მიენიჭა.

ცირა ბრეგვაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობდა. 

სკოლის წარმატებული ლიდერი ცენტრს ნდობისთვის მადლობას უხდის. 

„მადლობა ნდობისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. წარმატებას ვუსურვებ ყველა ჩემს კოლეგას, რომლებმაც ჩემსავით გაიხარეს“,- აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203