სამტრედიის N12 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთის კულტურული ძეგლების ტურისტული რუკა შექმნეს
23-01-2023
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის „ჩვენი საქართველოს“ პედაგოგმა - სოფიო კირთაძემ მოსწავლეებს შთამბეჭდავი აქტივობა შესთავაზა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული ძეგლების ტურისტული რუკა შექმნეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად შთამბეჭდავი და სახალისო აღმოჩნდა, პროცესში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.
როგორც, პედაგოგი სოფიო კირთაძე აღნიშნავს, მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ამ მიზნით, აქტივობების შეთავაზება უმნიშვნელოვანესია.
„მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნა და მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა. ეს არის პრიორიტეტი და მთავარი საქმე მასწავლებლისთვის“,- ამბობს სოფიო კირთაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს