ბეშთაშენის საჯარო სკოლაში, პედაგოგ რიმა ნაზარეტიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია ჩატარდა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - რიმა ნაზარეტიანმა, მე-12 კლასის მოსწავლესთან ერთად, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა.საპრეზენტაციო თემა - „Наркомания - это медленная смерть“ (ნარკომანია არის ნელი სიკვდილი), გახლდათ.
პრეზენტაციაში, მე-6 და უფროსი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც წარადგინეს პლაკატები. პრეზენტაცია
კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც მოზარდები აქტიურად ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა საკმაოდ ინფორმაციული იყო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა.
იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია.