„საახალწლო ზღაპარი“ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში
23-01-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის პირველი სემესტრი სახალისო და ფერადოვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში რუსული სექტორის მეორე და მეექვსე, ხოლო ქართული სექტორის მესამე კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას, ქართულ ენაზე შესრულებული შთამბეჭდავი „საახალწლო ზღაპარი“ წარუდგინეს.

შაუმიანის N2 საჯარო სკოლა, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადსხვა დასამახსოვრებელ და სახალისო ღონისძიებას ატარებს.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს მადლობას უხდის აქტიურობისთვის და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203