შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ხატვისა და ხელსაქმის კონკურსი მოეწყო
23-01-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.

სკოლაში სამეწარმეო კლუბი - „ახალგაზრდა მეწარმეები“ ფუნქციონირებს. საკლუბო მუშაობის ფარგლებში, ხატვისა და ხელსაქმის კონკურსი მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა საოცარი ნამუშევრები შექმნეს.

ხატვის კონკურსში მე-6 კლასის მოსწავლემ - დიანა გასპარიანმა გაიმარჯვა, ხელსაქმის კონკურსში კი - მერვეკლასელმა - ანა აღაიანმა. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: არტუშ ურუმიანი, ჟულიეტა საგატელიანი, ლუსინე იგითიანი და ვიოლეტა სარქისიანი. ორგანიზატორი კი ნინო ზაქარიძე გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებული მოსწავლეები დირექციამ სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203