სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ
23-01-2023

მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის შესწავლა მეტად წარმტაცი და საინტერესოა. ამისთვის პედაგოგები მოზარდებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.  

მორიგი შთამბეჭდავი აქტივობა მე-7 კლასში მოეწყო, რომლის მიზანი იყო მათემატიკური უნარების გამოყენება კულინარიაში. 

აქტივობა, რომლის სლოგანი გახლდათ - „მათემატიკა ყველგან და ყველაფერში!“ მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.

„მე-7 კლასში ნამდვილი სამზარეულოს ომები მოვაწყვეთ - „კაკალი“ „ვაფლის“ წინააღმდეგ ავწონეთ, დავწონეთ, გავყავით, გამოვყავით, წილადად ჩავწერეთ, ათწილადად ჩავწერეთ, გრამებით, კილოგრამებით, სიმეტრია დავინახეთ, ასიმეტრია, სილამაზე, ესთეთიკა, სიგემრიელე, მივწვით, მოვწვით, მოკლედ საოცრებები დავატრიალეთ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

აქტივობის ამსახველი ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...