„საუკეთესო მოაზროვნე“ - ნახახულევის საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა გაიმართა
23-01-2023

კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სწორედ ამ მიზნით, მათემატიკის მასწავლებელმა - ნათია შავლაძემ სახალისო ვიქტორინა - „საუკეთესო მოაზროვნე“, მოაწყო. ვიქტორინაში მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა გუნდურად იმუშავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მათ საჭირო ცოდნა მიიღეს, ახალ ინფორმაციას გაეცვნენ. უნარები განავითარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი აქტივობები მოსწავლეებს სირთულეების გადალახვაში ეხმარებათ. გუნდური მუშაობის მეშვეობით კი,  ისინი ერთმანეთს უკეთ ეცნობიან და მეგობრულები ხდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203