მუხურის N2 სკოლის მუსიკის პედაგოგმა მე-6 კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაუტარა
23-01-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამის მაგალითია, მუსიკის პედაგოგის - ემზარ გაბუნიას ღია გაკვეთილი, რომელიც მასწავლებელმა მე-6 კლასში ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა გახლდათ „კლასიციზმი“.

გაკვეთილი გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებით და სასწავლო რესურსით. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საგანში ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203