ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შობის დღესასწაულს ლამაზი სანახაობა მიუძღვნეს
23-01-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან. ბავშვებმა ქრისტეს შობის დღესასწაულს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სამსახიობო ნიჭი გამოავლინეს და თავიანთი შემოქმედებით იესოს დაბადება განასახიერეს.

„საოცარი, ამაღელვებელი გრძნობაა. გვეგონა იესოს დაბადების მომსწრენი ვიყავით“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

სანახაობით ყველანი ძალიან კმაყოფილები იყვნენ. მოსწავლეებიც და დამსწრე საზოგადოებაც დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. ეს დღე მათთვის კიდევ ერთ ლამაზ და  დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.

„მადლობა ჩემი სკოლის ბრილიანტს ირმა ჭიღვარიას და ჩემს საუკეთესო ბავშვეებს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203