„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - დედოფლისწყაროს N1 სკოლის პედაგოგმა, ნინო ოქროპირიძემ IV კლასში საინტერესო პროექტი განახორციელა
23-01-2023

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან პროექტებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ. 

მათ შორის, სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ნინო ოქროპირიძემ IV კლასში განახორციელა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, იმუშავეს ჯგუფებში და საკუთარი ხელით მოამზადეს ჯანმრთელობისათვის საჭირო სხვადასხვა საკვები, წვენი, სადაც გამოიყენეს ჯანსაღი პროდუქტი. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ფიზიკურ აქტივობებში. (ბუნებაში ვარჯიში, სეირნობა, მეგობრებთან ბურთით და ლახტით თამაში). ასევე შექმნეს კედლის გაზეთი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203