გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სანახაობრივი ღონისძიება 
23-01-2023

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს და 2023 წლის შემობრძანებას ღონისძიება მიუძღვნეს.

საახალწლო ზეიმზე მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილნი წარდგნენ. ზეიმზე ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს - იცეკვეს, იღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დღე ძალიან ხალისიანი, სიცოცხლით სავსე და დასამახსოვრებელი იყო. ზეიმის დასასრულს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203