ჭაგნის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს, რომლებმაც სკოლაში მისვლა ვირუსის გამო ვერ მოახერხეს, საახალწლო საჩუქრები სახლებში მიუტანეს
23-01-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლაში საახალწლოდ განსაკუთრებული საზეიმო განწყობა იგრძნობოდა.
მოსწავლეები შობა-ახალი წლის დადგომას სიხარულით ელოდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც, ვირუსის გამო, სკოლაში მისვლა ვერ მოახერხეს. ასეთი მოსწავლეების გახარებაზე მასწავლებლებმა იზრუნეს. მათ სახლებში მიაკითხეს და საჩუქრები გადაცეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სიურპრიზით ძალიან გაიხარეს.
„ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს, რომლებიც ვირუსის გამო სკოლაში ვერ მოვიდნენ ასე მივულოცეთ ახალი წელი. ჯანმრთელობა მოგცეთ, პატარებო. მრავალი ბედნიერი წელი გაგთენებოდეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს