მოლითის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მიეძღვნა
23-01-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი სხვადასხვა საინტერესო აქტივობითა თუ პროექტით იყო დატვირთული. 

სკოლაში ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო. მოსწავლეებმა მწერლის პატრიოტული ლექსები, პუბლიცისტური წერილებიდან და ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს. ასევე, ცნობილი ინსცენირება - რედაქციაში ილიასთან ვაჟა-ფშაველას ხურჯინით ჩატანილი შედევრების შესახებ, წარადგინეს.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, მზია აბულაძისა და ნინო ჭყოიძის ორგანიზებით ჩატარდა.
 
„როგორ გვჭირდება ილია მართალი... ყველა დროს დიდი სიამოვნებაა მისი ნაფიქრ-ნააზრევის მოსმენა... მადლობა ორგანიზატორებს და შემსრულებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203