გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საახალწლო წარმოდგენა გამართეს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში წინასახალწლოდ საზეიმო განწყობა იყო. გაიმართა ღონისძიებაც, რომელის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათ მრავალფეროვანი წარმოადგენა მოაწყვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიების კულიმინაცია მოსწავლეების „კინგსის“ მედლებითა და სიგელებით დაჯილდოება იყო. ანდრია ჯანაშიას ბრინჯაოს, დავით შალამბერიძეს ვერცხლისა და მარიამ შალამბერიძეს ოქროს მედლები და სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: